რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა 2018 წლის 27 მარტს ლიტერატურული კლუბის წევრებმა სეხვედრა მოვუწყეთ სკოლის შემოქმედ პედაგოგებს: ქიმიის მასწავლებელს ნანა ლორთქიფანიძეს, ქართული ენისა და ლიტერტატურის მასწავლებლებს ანასტასია ხაჩიძესა და ნაზი ბურჯანაძე-გოგოლაძეს. შეხვედრა ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა. შეხვედრა გახსნა კლუბის კურატორმა ანასტასია ხაჩიძემ, რომელმაც ბრძანა, რომ ვოლტერის სიტყვისა არ იყოს "პოეზია მუსიკაა სულისა", ილიას თქმით კი იგი "მადლია, ნიჭია <რომელიც ეძლევა კაცთა რჩეულთა", რომ სწორედ პოეზიის სიყვარულით არიან გულანთებულნი ჩვენი პედაგოგები, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ესაუბრონ მუზას და კავშირი იქონიონ მასთან. კლუბის წევრები დიდი სიამოვნებით უსმენდნენ პედაგოგთა მოგონებებს, მათ მიერ წარმოთქმულ საკუთარ ლექსებს. ქალბატონებმა ნანამ, ნაზიმ და ანასტასიამ გაიხსენეს ის მასწავლებლებიც, რომელთა ლექსები ნებისმიერ სასკოლო თუ სარაიონო ღონისძიებებს ამშვენებდა. აწ გარდაცვლილი ნანა გნოდინასა და ნ...
Posts
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა
- Get link
- X
- Other Apps
რეფლექსია 2018 წლის 16 თებერვალს კლუბის წევრები კურატორთან ერთად მიწვეულნი ვიყავით საქალაქო ბიბლიოთეკაში და ავღნიშნეთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე. ბიბლიოთეკოს თანამშრომლებმა ისაუბრეს მწერალ ნოდარ დუმბაძეზე და მათთან ერთად წავიკითხეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ,,ძაღლის" ნაწილი. დარჩენილი ნაწილი კი, შევთანხმდით რომ სახლში უნდა წაგვეკითხა. ამავე დღეს სახელდახელოდ პოეზიის საღამოც გავმართეთ რიგრიგობით ვკითხულობდით გალაკტიონის, ვაჟას, ლადო ასათიანის და სხვათა ლექსებს. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება კლუბის წევრებს.
,,სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი"
- Get link
- X
- Other Apps
რეფლექსია 2017 წლის 21 დეკემბერს ლიტერატურულმა კლუბმა ,,მანანამ' აღნიშნა ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლის თავი-ლიტერატურული კომპოზიციით -,,სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი"?!. დიდ ქართველ პოეტს გაზეთის სპეციალური ნომერიც მივუძღვენით. კლუბის წევრებმა უკვე მოსმენილი და გაგონილი გაუზიარეს ერთმანეთს, წაიკითხეს ნაწყვეტები პოეტის პირადი წერილებიდან ლექსები, დიდ ადამიანთა გამონათქვამები გაიხსენეს ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებები პოეტზე.
,,დიდი დავითი აღმაშენებელი"
- Get link
- X
- Other Apps
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა 2018 წლის 8 თებერვალს ლიტერატურული სალონის „მანანას“, ისტორიის კლუბის „საუნჯის“ და ხელოვნების კლუბის „პალიტრას“ წევრებმა კურატორების ანასტასია ხაჩიძის, მარინა ბერუაშვილისა და შორენა გოგოლაძის თაოსნობით აღნიშნეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ლიტერატურულ-ისტორიული კომპოზიციით მოსწავლეებმა ქება შეასხეს დიდი დავითის ხსოვნას, ისტორიის მასწავლებელმა მარინა ბერუაშვილმა ისაუბრა დავით აღმაშენებლის დამსახურებაზე ერისა და ქვეყნის წინაშე. „პალიტრას“ კურატორმა შორენა გოგოლაძემ აღმაშენებლისა და მის პიროვნებასთან დაკავშირებულ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატების შესახებ ისაუბრა. სკოლის მეორე სართულის დერეფანში მოეწყო ნახატების გამოფენა_“დიდი დავითი _ აღმაშენებელი“. ღონისძიებას გასდევდა ქვეყნისადმი სიყვარულის იდეა.
შეხვედრა პოეტ მარიზა ჯიქიასთან
- Get link
- X
- Other Apps
რეფლექსია 2017 წლის 29 ნოემბერს ლიტერატურულმა კლუბ-სალონმა "მანანამ" შეხვედრა მოუწყო მწერალთა კავშირის წევრს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ პოეტს მარიზა ჯიქიას. ქალბატონი მარიზა რამდენიმე კრებულის ავტორი და თანაავტორია. პროფესიით ბიოლოგია, მაგრამ ის დიდი სიყვარული, რომელიც მას მხატვრული სიტყვისადმი გააჩნია, საკუთარი შემოქმედებიდან კარგად ჩანს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თემის წარმომადგენლები, საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მუზეუმის დირექტორი ქალბატონი ვიოლეტა ბალახაშვილი. იმ დღეს ქალბატონი მარიზას ლექსები წაიკითხეს ლიზი თევდორაშვილმა, თათული სიხარულიძემ, ნიკა გელაშვილმა, ნიკა გოგოლაძემ, ლიზი კობალაძემ. პოეტმა ისაუბრა საკ...