Posts

Showing posts from February, 2018

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა

Image
რეფლექსია               2018 წლის 16 თებერვალს კლუბის წევრები კურატორთან ერთად მიწვეულნი ვიყავით საქალაქო ბიბლიოთეკაში და ავღნიშნეთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე. ბიბლიოთეკოს თანამშრომლებმა ისაუბრეს მწერალ ნოდარ დუმბაძეზე და მათთან ერთად წავიკითხეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ,,ძაღლის" ნაწილი. დარჩენილი ნაწილი კი, შევთანხმდით რომ სახლში უნდა წაგვეკითხა.           ამავე დღეს სახელდახელოდ პოეზიის საღამოც გავმართეთ რიგრიგობით ვკითხულობდით გალაკტიონის, ვაჟას, ლადო ასათიანის და სხვათა ლექსებს. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება კლუბის წევრებს.

,,სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი"

                                                             რეფლექსია                       2017 წლის 21 დეკემბერს ლიტერატურულმა კლუბმა ,,მანანამ' აღნიშნა  ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლის თავი-ლიტერატურული კომპოზიციით -,,სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი"?!.  დიდ ქართველ პოეტს გაზეთის სპეციალური ნომერიც მივუძღვენით.                     კლუბის წევრებმა უკვე მოსმენილი და გაგონილი გაუზიარეს ერთმანეთს, წაიკითხეს ნაწყვეტები პოეტის პირადი წერილებიდან ლექსები, დიდ ადამიანთა გამონათქვამები გაიხსენეს ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებები პოეტზე.

,,დიდი დავითი აღმაშენებელი"

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა          2018    წლის 8   თებერვალს ლიტერატურული   სალონის „მანანას“, ისტორიის კლუბის   „საუნჯის“ და ხელოვნების   კლუბის „პალიტრას“ წევრებმა კურატორების   ანასტასია ხაჩიძის, მარინა ბერუაშვილისა და შორენა გოგოლაძის   თაოსნობით აღნიშნეს   დავით აღმაშენებლის   ხსენების დღე. ლიტერატურულ-ისტორიული   კომპოზიციით    მოსწავლეებმა   ქება შეასხეს დიდი დავითის ხსოვნას, ისტორიის მასწავლებელმა მარინა ბერუაშვილმა ისაუბრა დავით აღმაშენებლის   დამსახურებაზე ერისა და ქვეყნის წინაშე. „პალიტრას“ კურატორმა შორენა გოგოლაძემ აღმაშენებლისა და მის   პიროვნებასთან დაკავშირებულ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატების შესახებ ისაუბრა.   სკოლის მეორე სართულის დერეფანში მოეწყო ნახატების გამოფენა_“დიდი   დავითი _ აღმაშენებელი“.             ღონისძიებას გასდევდა ქვეყნისადმი სიყვარულის იდეა.