წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა

რეფლექსია
   


          2018 წლის 16 თებერვალს კლუბის წევრები კურატორთან ერთად მიწვეულნი ვიყავით საქალაქო ბიბლიოთეკაში და ავღნიშნეთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე. ბიბლიოთეკოს თანამშრომლებმა ისაუბრეს მწერალ ნოდარ დუმბაძეზე და მათთან ერთად წავიკითხეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ,,ძაღლის" ნაწილი. დარჩენილი ნაწილი კი, შევთანხმდით რომ სახლში უნდა წაგვეკითხა.
          ამავე დღეს სახელდახელოდ პოეზიის საღამოც გავმართეთ რიგრიგობით ვკითხულობდით გალაკტიონის, ვაჟას, ლადო ასათიანის და სხვათა ლექსებს. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება კლუბის წევრებს.


Comments

Popular posts from this blog

გაზეთი ,,ათინათი" №3