რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა 2018 წლის 27 მარტს ლიტერატურული კლუბის წევრებმა სეხვედრა მოვუწყეთ სკოლის შემოქმედ პედაგოგებს: ქიმიის მასწავლებელს ნანა ლორთქიფანიძეს, ქართული ენისა და ლიტერტატურის მასწავლებლებს ანასტასია ხაჩიძესა და ნაზი ბურჯანაძე-გოგოლაძეს. შეხვედრა ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა. შეხვედრა გახსნა კლუბის კურატორმა ანასტასია ხაჩიძემ, რომელმაც ბრძანა, რომ ვოლტერის სიტყვისა არ იყოს "პოეზია მუსიკაა სულისა", ილიას თქმით კი იგი "მადლია, ნიჭია <რომელიც ეძლევა კაცთა რჩეულთა", რომ სწორედ პოეზიის სიყვარულით არიან გულანთებულნი ჩვენი პედაგოგები, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ესაუბრონ მუზას და კავშირი იქონიონ მასთან. კლუბის წევრები დიდი სიამოვნებით უსმენდნენ პედაგოგთა მოგონებებს, მათ მიერ წარმოთქმულ საკუთარ ლექსებს. ქალბატონებმა ნანამ, ნაზიმ და ანასტასიამ გაიხსენეს ის მასწავლებლებიც, რომელთა ლექსები ნებისმიერ სასკოლო თუ სარაიონო ღონისძიებებს ამშვენებდა. აწ გარდაცვლილი ნანა გნოდინასა და ნ...
Posts
Showing posts from April, 2018