Posts

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა

Image
რეფლექსია               2018 წლის 16 თებერვალს კლუბის წევრები კურატორთან ერთად მიწვეულნი ვიყავით საქალაქო ბიბლიოთეკაში და ავღნიშნეთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე. ბიბლიოთეკოს თანამშრომლებმა ისაუბრეს მწერალ ნოდარ დუმბაძეზე და მათთან ერთად წავიკითხეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ,,ძაღლის" ნაწილი. დარჩენილი ნაწილი კი, შევთანხმდით რომ სახლში უნდა წაგვეკითხა.           ამავე დღეს სახელდახელოდ პოეზიის საღამოც გავმართეთ რიგრიგობით ვკითხულობდით გალაკტიონის, ვაჟას, ლადო ასათიანის და სხვათა ლექსებს. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება კლუბის წევრებს.

,,სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი"

                                                             რეფლექსია                       2017 წლის 21 დეკემბერს ლიტერატურულმა კლუბმა ,,მანანამ' აღნიშნა  ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლის თავი-ლიტერატურული კომპოზიციით -,,სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი"?!.  დიდ ქართველ პოეტს გაზეთის სპეციალური ნომერიც მივუძღვენით.                     კლუბის წევრებმა უკვე მოსმენილი და გაგონილი გაუზიარეს ერთმანეთს, წაიკითხეს ნაწყვეტები პოეტის პირადი წერილებიდან ლექსები, დიდ ადამიანთა გამონათქვამები გაიხსენეს ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებები პოეტზე.

,,დიდი დავითი აღმაშენებელი"

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა          2018    წლის 8   თებერვალს ლიტერატურული   სალონის „მანანას“, ისტორიის კლუბის   „საუნჯის“ და ხელოვნების   კლუბის „პალიტრას“ წევრებმა კურატორების   ანასტასია ხაჩიძის, მარინა ბერუაშვილისა და შორენა გოგოლაძის   თაოსნობით აღნიშნეს   დავით აღმაშენებლის   ხსენების დღე. ლიტერატურულ-ისტორიული   კომპოზიციით    მოსწავლეებმა   ქება შეასხეს დიდი დავითის ხსოვნას, ისტორიის მასწავლებელმა მარინა ბერუაშვილმა ისაუბრა დავით აღმაშენებლის   დამსახურებაზე ერისა და ქვეყნის წინაშე. „პალიტრას“ კურატორმა შორენა გოგოლაძემ აღმაშენებლისა და მის   პიროვნებასთან დაკავშირებულ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატების შესახებ ისაუბრა.   სკოლის მეორე სართულის დერეფანში მოეწყო ნახატების გამოფენა_“დიდი   დავითი _ აღმაშენებელი“.             ღონისძიებას გასდევდა ქვეყნისადმი სიყვარულის იდეა.

შეხვედრა პოეტ მარიზა ჯიქიასთან

Image
          რეფლექსია      2017 წლის  29 ნოემბერს  ლიტერატურულმა  კლუბ-სალონმა  "მანანამ"   შეხვედრა მოუწყო  მწერალთა კავშირის  წევრს, ჩვენი  სკოლის  კურსდამთავრებულ  პოეტს  მარიზა   ჯიქიას.      ქალბატონი მარიზა  რამდენიმე  კრებულის  ავტორი  და  თანაავტორია. პროფესიით  ბიოლოგია, მაგრამ  ის დიდი  სიყვარული, რომელიც  მას  მხატვრული  სიტყვისადმი გააჩნია, საკუთარი შემოქმედებიდან კარგად  ჩანს.  შეხვედრაში  მონაწილეობდნენ თემის  წარმომადგენლები, საქალაქო  ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მუზეუმის  დირექტორი ქალბატონი  ვიოლეტა ბალახაშვილი.      იმ  დღეს  ქალბატონი  მარიზას  ლექსები  წაიკითხეს  ლიზი  თევდორაშვილმა, თათული სიხარულიძემ, ნიკა  გელაშვილმა, ნიკა გოგოლაძემ, ლიზი კობალაძემ.     პოეტმა  ისაუბრა  საკ...

გაზეთი ,,ათინათი"

Image
              რეფლექსია             2017  წლის  10 ნოემბერს, შევიკრიბეთ  ლიტერატურული სალონი  "მანანას" გაზეთ "ათინათის" სარედაქციო  კოლეგია და   დავგეგმეთ გამოგვეშვა  სპეციალური ნომერი , რომელიც  მიეძღვნებოდა  ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, პოეტ  მარიზა  ჯიქიას.

ფუნქციათა განაწილება კლ. წევრებს შორის

                               რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა      2017 წლის 14 ოქტომბერს შევიკრიბეთ ლიტერატურული კლუბ - სალონის ,,მანანას"  წევრები. ეს კლუბი სკოლაში არსებობს 1997 წლიდან და ყოველწლიურად აგრძელებს თავის მუშაობას. კლუბ - სალონს კურატორობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანასტასია ხაჩიძე, ამ ხნის მანძილზე კლუბს ბევრი საინტერესო ღონისძიება აქვს ჩატარებული: შეხვედრები შემოქმედ ადამიანებთან, მსახიობებთან, მხატვრული სიტყვის ოსტატებთან, სარაიონო თუ საბავშვო ბიბლიოთეკებთან ერთად მოწყობილი აქთ ლიტერატურული საღამოები. კლუბში აღრზრდილებს ბევრს გაეკაფა გზა შემოქმედებითი გზისკენ. ამჯერად შევიკრიბეთ, რათა ავირჩიოთ კლუბის დარბაზის წევრები, გაზეთის ათინათის რედკოლეგია. აზრის გამოხატვა ყველას შეეძლო და ჩვენი სურვილით დარბაზის წევრებათ ავირჩიეთ:           1. გიორგი გაჩეჩილაძე           2. მარიამ წიქარიშვილი         ...