,,დიდი დავითი აღმაშენებელი"
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა 2018 წლის 8 თებერვალს ლიტერატურული სალონის „მანანას“, ისტორიის კლუბის „საუნჯის“ და ხელოვნების კლუბის „პალიტრას“ წევრებმა კურატორების ანასტასია ხაჩიძის, მარინა ბერუაშვილისა და შორენა გოგოლაძის თაოსნობით აღნიშნეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ლიტერატურულ-ისტორიული კომპოზიციით მოსწავლეებმა ქება შეასხეს დიდი დავითის ხსოვნას, ისტორიის მასწავლებელმა მარინა ბერუაშვილმა ისაუბრა დავით აღმაშენებლის დამსახურებაზე ერისა და ქვეყნის წინაშე. „პალიტრას“ კურატორმა შორენა გოგოლაძემ აღმაშენებლისა და მის პიროვნებასთან დაკავშირებულ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატების შესახებ ისაუბრა. სკოლის მეორე სართულის დერეფანში მოეწყო ნახატების გამოფენა_“დიდი დავითი _ აღმაშენებელი“. ღონისძიებას გასდევდა ქვეყნისადმი სიყვარულის იდეა.